ამერიკელმა ინვესტორმა და ფილანტროპმა უორენ ბაფეტმა საკუთარი კომპანიის Berkshire Hathaway-ის აქციების სახით 3.17 მილიარდი აშშ დოლარი ქველმოქმედებისთვის გაიღო.
ბიზნესმაგნატის ქველმოქმედების მიზანი სწავლა-განათლებაა. მისი საქველმოქმედო კამპანია კი მეუღლის სიუზან ტომპსონის სახელს ატარებს. ქველმოქმედებაში მათი სამი შვილიც ჩართულია. თითოეული ცალ-ცალკე ფლობს და მართავს საქველმოქმედო ორგანიზაციას. საერთო ჯამში ყველა მიმართულებით ბაფეტმა 27.54 მილიარდი აშშ დოლარი გასცა.
საქველმოქმედო აქტივობების დაწყების შესახებ ინვესტორმა 2006 წელს განაცხადა. იმ წლის სექტემბერში ბაფეტმა გეიტსების ფონდში კომპანიის აქციების 85% გადარიცხა. გარდა გეიტსების ფონდისა, უორენ ბაფეტმა 1,5 მილიონი აქცია გარდაცვლილი მეუღლის სიუზან ტომპსონის მიერ დაარსებულ ფონდს გადასცა. 1 მილიონი აქცია კი სამ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს აჩუქა, რომელსაც ამჟამად მისი სამი შვილი მართავს.
როგორც იმ პერიოდში ამერიკელმა ინვესტორმა განაცხადა, Berkshire Hathaway-ის აქციების ეტაპობრივად სრულად დონაციას აპირებდა. 2010 წელს კი წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც სხვა მილიარდელებსაც ფილანტროპიისკენ მოუწოდებს.
"ფორბსის" ბოლო მონაცემებით, უორენ ბაფეტის ქონება 76,7 მილიარდი დოლარია.