თბილისში შესაძლოა ფეხით მოსიარულეთა ხიდები და ბილიკები მოეწყოს

დედაქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზე შესაძლოა ფეხით მოსიარულეთა ხიდები მოეწყოს. ამის შესახებ, თბილისის განვითარების გენგეგმაშია საუბარი.

როგორც,“ბიზნესპრესნიუსს“ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, ჯგუფის რეკომენდაციია, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდები და ბილიკები მოეწყოს.

გეგმის მიხედვით, ეს საშუალოვადიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ფეხით მოსიარულეთა ხიდები შემდეგ არეალებში მოეწყობა: ოპერა-ქორწინების სახლი; სპორტის სასახლე-მუშთაიდი; ივერია-მარჯანიშვილი; დარსიჭალასა და ავჭალაში.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები უკვე წარუდგინა.

თაია არდოტელი