ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეში“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი (გაზის რეგულატორი - 72 ცალი) აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3500.00 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით 3500 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.