იანვარ-მარტში 48 კოოპერატივი და 29 უცხოური კომპანიის ფილიალი დარეგისტრირდა

პირველ კვარტალში ქვეყანაში რეგისტრირებულ ბიზნეს-სუბიექტთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა და 12 797 ერთეული შეადგინა.

აქედან, 10.5%-ით გაიზარდა სამეწარმეო სუბიექტთა რაოდენობა და 12 361 ერთეულს მიაღწია, რაც შეეხება არასამეწარმეო სუბიექტებს, მათი რეგისტრაცია წინა წელთან შედარებით 6.6 %-ით შემცირდა, 436 ერთეულამდე.

კომპანიათა უმეტესობა როგორც ინდმეწარმე (7 897 ერთეული) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (4 369 ერთეული) დარეგისტრირდა. ამავე დროს, წინა წელთან შედარებით 18,2%-ით გაიზარდა ახალი ინდმეწარმეების, სამაგიეროდ, 7%-ით შემცირდა შპს-თა რაოდენობა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, პირველ კვარტალში საქართველოში 48 ახალი კოოპერატივი დაფუძნდა, 15 სააქციო საზოგადოება და 29 უცხოური კომპანიის ფილიალი.