რას საქმიანობდა ოთო აბესაძე დაპატიმრებამდე - ახალგაზრდა ჩინოვნიკის კრახით დასრულებული წარმატებული კარიერა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

გამოძიება მას ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარის აღებას ედავება. ბრალი ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

28 წლის აბესაძე პოლიტიკაში ადრეულ ასაკში ჩაერთო. როგორც თვითონ ხშირად ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე იყო, მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში, 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაზარალდა კიდეც. იყო კოალიცია "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რის შემდეგაც, პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მისი თანამდებობრივი წინსვლა.

იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO-ზე