ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 45 000 000 ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.100 პროცენტით, მაქსიმალური - 7.230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.192 პროცენტით განისაზღვრა.