მთაწმინდაზე, ოქროყანას დასახლების მიმდებარედ შესაძლოა, პარკი მოეწყოს. ამის შესახებ თბილისის განვითარების გენგეგმაშია საუბარი.
გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა საშუალოვადიანი პროექტია.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები უკვე წარუდგინა.