სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა. ადგილზე მისული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც სამსახურის ინფორმაციით, დროული რეაგირების შედეგად მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდაცია.

არსებული ინფორმაციით, თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულ მუშებს დამწვრობა არ აღენიშნებათ.

“შერატონ-მეტეხი პალასში” სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი 1 კვ მეტრის ტერიტორიას არ გაცდენია.