მდინარე მტკვარის რეკრეაციულ ზონად გადაქცევა თბილისის განვითარების გენგეგმის ერთ-ერთი ნაწილია.
გენგეგმის მიხედვით, იგეგმება მტკვრის ორივე სანაპიროს კეთილმოწყობა, გამწვანება, საფეხმავლო, საველოსიპედე ბილიკების მოწყობა.
პროექტის ფარგლებში, სადგურ ოკრიბას მიმდებარედ სარეკრეაციო ზონა მოეწყობა, რომელიც მტკვარსა და გრიგოლ რობაქიძის გამზირს დააკავშირებს; ვეფხვისა და მოყმის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორია რეკრეაციულ სივრცედ მოეწყობა, რაც ლისის ტბასა და მდინარე მტკვარს შორის კონცეფტუალური საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკი შექმნის საშუალებას იძლევა; ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რაც გულისხმობს მოტივტივე ტერასების, 3 მეტრიანი ბულვარის ტიპის ზოლის შექმნას და ა.შ.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები უკვე წარუდგინა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Mtkvari River surroundings to be arranged with greenery and floating terraces