არასაბანკო ფინანსურ სექტორში რეგულაციები აუცილებელია. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რეგულაციები და მიდგომები საკანონმდებლო ცვლილებებშია ჩამოყალიბებული, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
”ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ეს სექტორი მოწესრიგებული და ტრანსფარენტული გავხადოთ. ეს იქნება იმის საფუძველი, რომ გარკვეული პერიოდის მერე ეს სექტორი გახდეს ეფექტური და მოხდეს მეტი ინვესტიციის მოზიდვა. ეს არის სექტორი, რომელიც მოსახლეობისგან ფულადი სახსრების მოზიდვას ახორციელებს, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ამ ზომების განხორციელება. ჩვენ ვხვდებით არასაბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, რათა სექტორი მომზადებული შეხვდეს ცვლილებებს. ვთანამშრომლობთ და მინდა გითხრათ, რომ მათი მხრიდანაც არსებობს საკითხის გააზრება”, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.