„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში დღეიდან მომხმარებელი 0%-იანი განვადებით ისარგებლებს, წინასწარი შენატანისა და დამტკიცების საკომისიოს გარეშე. ამის შესახებ „თეგეტა მოტორსიდან“ იუწყებიან.
„ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მომსახურების ან პროდუქტის ღირებულებას და არანაირ სხვა დამატებით გადასახადს. აღნიშნული აქციით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც სერვისულ მომსახურებაზე, ასევე ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას. აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „თეგეტა მოტორსის“ ქოლცენტრს: (32) 226 44 44“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სრული ავტო-ტექ მომსახურებით, ასევე შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.
„ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში“,- განაცხადეს კომპანიაში.