ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, რომელმაც ე.წ. მოდულის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ადვოკატის ინფორმაციით, აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, ხოლო შესაბამისი დოკუმენტაცია სასამართლოში 24-საათიან ვადაში გადაიგზავნება.