ე.წ. ლაქშერი მობილური ტელეფონების მწარმოებელი ბრიტანული ბრენდი Vertu გაკოტრდა.
კომპანიის გადასარჩენად მანამდე ამოქმედებული გეგმის მიუხედავად, „ვერტუს“ მესვეურებმა კომპანიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ბრიტანულმა ბრენდმა, რომლის მობილური ტელეფონები მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი და ღირებულება რამდენიმე ათასი დოლარიდან იწყება, 200-მდე თანამშრომელი უკვე დაითხოვა სამსახურიდან.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ძვირად ღირებული ქვებით ინკუსტრირებული ტელეფონების წარმოებაში სახელგანთქმულმა კომპანიამ ვერ გაუძლო მზარდ კონკურენციას ახალი თაობის სმარტფონების მხრიდან, რომლის მწარმოებლებიც უფრო ნაკლებ ფასად სთავაზობენ მყიდველს მდიდრულ შეფუთვას.
Vertu-ს სამოდელო ხაზი Signature-ს სასტარტო მოდელის ღირებულება 15 ათას დოლარს აღწევდა, ხოლო ტოპ-ვერსიის ფასი 50 ათას დოლარამდე ადიოდა. ეს უკანასკნელი 18 კარატიანი წითელი ოქროთი იყო შესრულებული.
კოკა კვირკველია