1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4015 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4015 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7411 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7290 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0121 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.