დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო თბილისის მერიასთან ერთად დიღმის ტყე-პარკის აღდგენის მიზნით ახალ ეტაპს იწყებს.საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს საკითხი, რომელიც დიღმის ტყე-პარკის გასხვისებული 1ჰა. მიწის ნაკვეთის სხვა ტერიტორიით ჩანაცვლებას გულისხმობს.
“იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც დიღმის ტყე - პარკის აღდგენას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ჩვენი წინა ხელისუფლებების მიერ გასხვისებულია. დღეისათვის 75 ჰექტარი მიწიდან დარჩენილია მხოლოდ 20 ჰექტარი. დაახლოებით 10 ჰექტარი მიწა დღეს კერძო საკუთრებაშია და არ არის განაშენიანებული. აღნიშნული მიწის ფართობის ქალაქისთვის დასაბრუნებლად, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკება და მესაკუთრეეებს სანაცვლოდ შესთავაზოს სხვა ტერიტორიები“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები 42 მესაკუთრესთან, რომლებიც მთლიანობაში დაახლოებით 10 ჰა. მიწის ნაკვეთს ფლობენ. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები 1 ჰა. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხზე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.