საქსტატმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2016 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ექსპორტი 4,2%-ით შემცირდა და 2,113.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 91 600 დოლარით ნაკლებია 2015 წლის მაჩვენებელზე.
აღნიშნულ პერიოდში 0,1%-ით შემცირდა იმპორტი და 7,294.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
1%-ით შემცირდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რამაც გასულ წელს 9,407.3 მილიონი დოლარი შეადგინა.
2016 წლის საგარეო ვაჭრობაში ქვეყნების ჯგუფების წილი ბრუნვაში ასე გამოიყურება: ევროკავშირის ქვეყნები 29.6%, დსთ-ის ქვეყნები 28.9, დანარჩენ ქვეყნებს კი 41.5% უჭირავთ.