"დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც თვითმხილველების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, იწვის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საწყობები.
მათი განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.
„ადგილზე გასულია 8 ცისტერნა და 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - განაცხადეს უწყებაში.