უსაფრთხოების გამო ე.წ. დეზერტირების ბაზრის საწყობების ტერიტორია გადაიკეტა. როგორც კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აიკრძალა ავტომანქანების მოძრაობა. ასევე სამართალდამცავები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ.
თავად მოვაჭრეეების ინფორმაციით, იწვის საწყობები, სადაც სურსათს ინახავდნენ.
ცეცხლის სავაჭრო დახლებზე გავრცელების საშიშროება, არსებული ინფორმაციით, არ არსებობს, ვინაიდან სავაჭრო სივრცე საწყობების ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებულია.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სამაშველო ბრიგადა, ასევე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.