ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განუცხადა, დამწვარია 180 კვ/მ ფართობი. მისივე თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. გელაშვილის განცხადებითვე, ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება აღარ არსებობს.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

”შეტყობინება შემოვიდა 15:15 საათზე, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ტერიტორიაზე დროულად გამოცხადდნენ. ამ დროისათვის ლოკალიზებულია ხანძრის ძირითადი კერები. არ არსებობს ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება”, - განაცხადა დავით გელაშვილმა.