გაიზრდება თუ არა გაზის სამომხმარებლო ტარიფები, დღეს გახდება ცნობილი.
საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღევანდელ სხდომაზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისს”, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს” და სს „საქორგგაზს” ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს დაუდგენს. სემეკში სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გუშინ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა. სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, ,,ყაზბეგი გაზისთვის", ,,დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა. სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ბუნებრივია, ექნება, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო შედეგს დანარჩენი კომპონენტების განხილვის შემდეგ დავინახავთ.