საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებაზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირის მიერ, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.