2017 წლის 6 თვეში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 250355.21 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი - 131179 ლარი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო , - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატისტიკაში, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მიღებულ შემოწირულებებს მოიცავს.
პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2017 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 131179 ლარი „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიიღო. მიღებული შემოწირულებების მიხედვით მეორე ადგილზეა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - 47816.64 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 30000 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 24051.57 ლარი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 8770 ლარი, „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - 6000 ლარი, „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 720 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 691 ლარი, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – 607 ლარი, „ახალი მემარჯვენეები“ – 500 ლარი და „საქართველო რესპუბლიკური პარტია“ - 20 ლარი.