სემეკმა საქართველოს რეგიონებისთვის, "სოკარ ჯორჯია გაზის" და ,,საქორგაზისთვის" ახალი ტარიფები დაადგინა.
სემეკის გადაწყვეტილებით, „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“, რომელმაც 41 ლიცენზიანტი კომპანია გააერთიანა, ერთიანი ტარიფი დადგინდა და ის დღგ-ს ჩათვლით 56,940 თეთრით განისაზღვრა.
რაც შეეხება კომპანია ,,საქორგაზის" არეალს, აქაც პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 57,011 იქნება.