რამდენიმე დღეში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში , - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ “ამბასადორიალი 2017”-ის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს, ელჩის განცხადებით, ეს ურთიერთობები უაღრესად აქტიურად ვითარდება.
“განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა იმ თანამშრომლობას, რომელიც ისრაელსა და საქართველოს შორის არის ტურიზმის კუთხით. მიმდინარე წლის დასაწყისში, პირველ 5 თვეში ისრაელიდან საქართველოში 70 000 ტურისტი ჩამოვიდა. ასევე საქართველოს ტურისტულ საქმიანობაში ჩაბმულია ისრაელის მხრიდან ყველა ავიაკომპანია, რომელიც არსებობს და კვირაში 23 ფრენა გვაქვს. უაღრესად აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ საკითხებში. იგეგმება სხვადასხვა ვიზიტი და ამის დასტურია ისიც, რომ სულ რამდენიმე დღეში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში", - განაცხადა პაატა კალანდაძემ.