კომპანია "დაიმლერი" ევროპის მასშტაბით სამ მილიონამდე დიზელის ძრავიან ავტომობილს გაიწვევს უკან.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული ავტომობილები როგორც აღმოჩნდა არ აკმაყოფილებს ჰაერის დაბინძურების ევროპულ სტანდარტებს.
Mercedes-Benz-მა აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ მიიღეს, რომელთა დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ კომპანიის დიზელის ძრავიანი მოდლები უფრო მეტად აღმოჩნდნენ ჰაერის დამაბინძურებლები, ვიდრე ეს კომპანიას ჰქონდა დეკლარირებული.
მსოფლიოს უსმხვილესი პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის შეფის დიტერ ზეტჩეს განცახდებით, კომპანია მომხმარებლებში ნდობის შენარჩუნების გამო მზადაა ეს ნაბიჯი გადაგას და ტექნიკური ხარვეზი გამოასწოროს, რომელიც გამოწვეული იყო კონკრეტული დეტალის გაუმართაობით.
ეს პროცესი გერმანულ კომპანიას 220 მილიონი ევრო დაუჯდება. გეგმა მოიცავს კომპანიის კომპაქტური მოდელებისა და V-class-ის ვენებზე დეტალის გამოცვლას, რომელიც მოდმევნო კვირებში დაიწყება.
Mercedes ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელიც დიზელის სკანდალში გაეხვია. ჯერ კიდევ 2015 წელს ცნობილი გახდა Volkswagen AG-ს ე.წ. „დიზელგეითის“ შესახებ, რომელიც კომპანიას რამდენიმე მილიარდის ზარალის გარდა, რეპუტაციის შელახვის ფასადაც დაუჯდა. სწორედ ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ დაინტერესდნენ გერმანელი პროკურორები სხვა ავტომწარმოებლებით და მსგავსი პრობლემები სხვაგანაც აღმოაჩინეს.
კოკა კვირკველია