2017 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 40.6%-ით გაიზარდა და 80 173 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ივნისში, მაისთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (22.9%-ით), ისე მეორადი (10.2%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
2016 წლის ივნისთან შედარებით, 109.2%-ით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა, ხოლო 23.8%-ით მეორადი ტრანზაქციების.
მიმდინარე წლის ივნისში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 23 496 ერთეული შეადგინა, საიდანაც 17 563 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 56 677 ერთეული შეადგინა, საიდანაც 9 925 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 4 773 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, რაც რეგისტრაციის გაუქმებას გულისხმობს.
ივნისში ყველაზე მეტი - 21 671 ერთეული ტრანზაქცია თბილისში, ყველაზე ცოტა 1 845 ერთეული კი თერჯოლში დაფიქსირდა.