ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსების პარკის განახლება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება და 2018 წლიდან პარკი უნდა განახლდეს.
დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ ახალი ავტობუსები ყვითელი მიკროავტობუსების კონკურენტი იქნება.
"ჩემი ვარაუდით, ახალი, ევროპული ავტობუსები, რომლებიც ჩვენ შემოვიყვანეთ და შემდგომშიც გაგრძელდება ეს პროექტი, იქნება ყვითელი მიკროავტობუსების კონკურენტი და მოქალაქეები უფრო კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, რომ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება და 2018 წლიდან პარკი უნდა განახლდეს.