დღეიდან „მანის“ ავტობუსები N14 და N21 მარშრუტებზე გავიდნენ

ლურჯი "მანის" ავტობუსებმა დღეიდან N14 და N21 მარშრუტებზე მუშაობა დაიწყეს.

როგორც თბილისის მერია იუწყება, ორივე მარშრუტი დიდი დიღმიდან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მოძრაობს.

N14 დიდ დიღომს საბურთალოს გავლით რუსთაველისა და ბარათაშვილის გამზირებთან აკავშირებს. N21 დიდი დიღმიდან ჯერ დიღმის მასივში გაივლის, შემდეგ დიდუბეში - წერეთლის გამზირზე და ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ბაგებამდე გადაადგილდება.

ახალი ავტობუსები უკვე 9 მარშრუტს ემსახურებიან: N9, N14, N21, N24, N37, N51,N61, N87 და N88.

თბილისის მერიის ცნობით, მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 მარშრუტი შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში "მანის" ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.