აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანია Exxon Mobil 2 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა „როსნეფტთან“ კონტრაქტების დადების გამო.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსულ კომპანიასთან კონტრაქტების დადებით Exxon Mobil-მა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები დაარღვია.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წლის 14 მაისიდან 23 მაისამდე პერიოდის განმავლობაში Exxon Mobil-სა და „როსნეფტს“ შორის დადებული კონტრაქტები ნავთობისა და გაზის პროექტებზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევას წარმოადგენდნენ.
2015 წლის აპრილის ბოლოს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი სასანქციო სიაში ჩასვა.
Exxon Mobil-ში გააპროტესტეს ეს გადაწყვეტილება და აღნიშნეს, რომ ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებოდათ კონტრაქტების დადება იგორ სეჩინთან, კომპანია კი „როსნეფტთან“ თანამშრომლობდა.
აღსანიშნავია, რომ Exxon Mobil-ის ყოფილი ხელმძღვანელი აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონია.