დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, პეკინის გამზირზე სამუშაოები 10 სექტემბრამდე დასრულდება.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პეკინის გამზირზე მუშაობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ჩამორჩენა არ არის.
"ტექნიკური მიწისქვეშა კომუნიკაციების ძირითადი ნაწილი გამოცვლილია მარჯვენა მხარეს, სადაც ჩაკეტილი იყო მოძრაობა. GWP გერმანელ სპეციალისტებთან ერთად მუშაობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაზე. ესეც გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კარგი ტემპით მივდივართ და 10 სექტემბრამდე დავამთავრებთ სამუშაოებს",- განაცხადა დავით ნარმანიამ.