ტურისტულმა კომპანიამ Young Pioneer Tours აშშ-ის ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კორეაში შეერთებული შტატების მოქალაქეების გამგზავრებაზე აკრძალვის დაწესების შესახებ განცხადება გაავრცელა.
„ჩვენ შეგვატყობინეს, რომ აშშ-ს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრების ნებართვას არ მისცემს. აკრძალვა ძალაში 27 ივლისიდან 30 დღის განმავლობაში შევა. ამ ვადის შემდეგ აშშ-ის ნებისმიერი მოქალაქის პასპორტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრება, ანულირებული იქნება“, - ნათქვამია ტურისტული კომპანიის განცხადებაში.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, კიდევ ერთმა ტურისტულმა კომპანიამ Koryo Tours-მა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ტურების ორგანიზებას ახდენს, ამგვარი ინფორმაცია მიიღო აშშ-ის ხელისუფლებისგან.