შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის შეფასებით, გატარებული რეფორმების შედეგად, ავტოავარიებით გარდაცვლილთა და დაშავებულთა მაჩვენებელი სულ მცირე, 50%-ით უნდა შემცირდეს.
მისივე ინფორმაციით, ქულათა სისტემის შემოღების შედეგია ის, რომ არის გარკვეული პრევენცია ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელიც ხშირად ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო.
“კერძოდ, ეს არის მობილურზე საუბარი თუ ღერძულა ხაზის გადაკვეთა. ფაქტია, რომ სისტემა მუშაობს. საკმაოდ დადებითი შედეგები გვაქვს. ამასთან, 1-ელი აგვისტოდან კამერების დამონტაჟება დაიწყება, რომელიც ვიდეოანალიტიკური პროგრამებით იქნება აღჭურვილი. ვფიქრობთ, მომავალ წელს, გარდაცვლილთა და დაშავებულთა მინიმუმ 50%-იანი შემცირება უნდა გვქონდეს. მონიტორინგს ყოველდღიურად ვაწარმოებთ და სტაბილურია კლება მობილურზე საუბრის ან რამდენიმე სხვა ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელიც ადრე უფრო მეტად პრობლემური იყო“, - აღნიშნა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.