100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო, რომლისთვისაც მძღოლს მართვის მოწმობაზე 10 ქულა აკლდება, პირველი ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით 1449 ჯარიმა დაიწერა.
ამის შესახებ შსს იუწყება.
უწყების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთის ყველაზე მეტი შემთხვევა ქულათა სისტემის ამოქმედების პირველივე დღეს, 1-ელ ივლისს დაფიქსირდა და სამართალდარღვევის გამო 264 მძღოლი დაჯარიმდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტმა, 24-30 ივნისის პერიოდთან შედარებით 408-ით იკლო. 24-დან 30 ივნისის ჩათვლით, ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო ჯამში 1857 მძღოლი დაჯარიმდა.