ვიზეარის უფასო ხელბარგთან დაკავშირებით ახალი ნორმა ამოქმედდება 2017 წლის 29 ოქტომბრიდან. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიტზე ვრცელდება.
ახალი ნორმის მიხედვით, ხელბარგის ზომა 10 კგ-მდე გაიზრდება.
„მათ, ვისაც 29 ოქტომბრის შემდეგ აქვთ დაგეგმილი მგზავრობა და ხელბარგი უკვე შეიძინეს ავიაკომპანიისგან, ხელბარგში გადახდილი თანხის 120% დაუბრუნდებათ ვიზეარის ანგარიშებზე,“ - წერია განცხადებაში.