მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.როგორც შსს-დან იუწყებიან, პირველი ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, მძღოლები ყველაზე ხშირად, მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პირველიდან 7 ივლისის ჩათვლით ყველაზე მეტი ჯარიმა, კერძოდ 2436, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაიწერა. აღნიშნული დარღვევის გამო კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად მძღოლებს მართვის მოწმობაზე 5 ქულა ჩამოაკლდებათ.
შსს-ში აღნიშნული მაჩვენებელი ქულათა სისტემის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც შეადარეს, რომლის მიხედვითაც 24 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 2780 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა.