ნავთობის ფასი ბოლო ერთი კვირის მინიმუმზე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც OPEC-ის და მისი არაწევრი ქვეყნების შეხვედრაზე გაირკვა, რომ გლობალური მიწოდების შემდგომი შეზღუდვა უახლოეს მომავალში არ იგეგმება.
"ბრენტის" მარკის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 18 ცენტით, 47.88 დოლარამდე შემცირდა. პარასკევს ფასმა მხოლოდ 2.5 პროცენტით დაიკლო მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, OPEC-ის წარმოება ივლისში გაიზრდება. „ნიმექსის“ ნედლი ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა 20 ცენტით, 45.57 დოლარამდე დაიკლო.
იმავდროულად, სხდომაზე, რომელსაც სანკტ-პეტერბურგმა უმასპინძლა, OPEC-ში (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ორი ქვეყნის - ლიბიისა და ნიგერიის მიღების საკითხი განიხილეს. პარალელურად, OPEC-ს შეხვედრა ჰქონდა ამერიკელ კოლეგებთან, რომლებთან საუბრის თემაც, ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვების პაქტში შეერთებული შტატების შესაძლო მონაწილეობაზე იყო საუბარი.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგის სხდომაზე ლაპარაკი იყო ნიგერიის და ლიბიის მიერ ნავთობის ექსპორტის მოცულობის ჭერის დაწესებაზე. ამ ორ ქვეყანას შეზღუდვები არ შეხებია, რათა ამ ქვეყნების ეკონომიკებს, მრავალწლიანი არეულობების შემდეგ, გაჯანსაღება ესაჭიროება, ამის წყარო კი ნავთობია. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს არასწორია და შეზღუდვები ამ ორ აფრიკულ ქვეყანასაც უნდა შეეხოს. თუმცა ბევრი თვლის, რომ ლიბიის შემთხვევაში, სამოქალაქო ომის შემდეგ, ეს შეუძლებელი იქნება.
OPEC-ის და მისი არაწევრი ქვეყნების შეთანხმებით, 2017 წლის იანვრიდან, ნავთობის დღიური მიწოდება გლობალურ ბაზარზე 1.8 მილიონი ბარელით არის შეკვეცილი. ეს შეთანხმება მომავალი წლის მარტამდე არის ძალაში. როგორც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდერ ნოვაკი ამბობს, ამ შეთანხმების ძალით, ბაზარზე 350 მილიონი ბარელი ჭარბი ნავთობის გამოტანა არ მოხდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას მიმართ ფინანსური სანქციების გატარებას გეგმავს. მიზეზი ისა, რომ ამ სამხრეთამერიკულმა ქვეყანამ, თავისი ნავთობკომპანიებისთვის დოლარით გადახდა შეწყვიტა. სანქციების შემთხვევაში, ვენესუელას (რომელიც OPEC-ის წევრია) ნავთობის ექსპორტი შემცირდება.