დღეიდან აგვისტოს ბოლომდე, ირბახის ქუჩა გადაიკეტება, ხოლო წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილდებიან ორმხრივად, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში განმარტავენ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
”დღეიდან, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ირბახის ქუჩა გადაიკეტება, ხოლო წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილდებიან ორმხრივად.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ქ. თბილისში ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.