საქართველოს მთავრობა უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მიზნით რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს იწყებს.
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის (უკან დაბრუნების) შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკებები გაიმართება ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კამერუნის, კოტ-დივუარის, კონგოს, გამბიის, ტუნისის, სომალის და განის მთავრობებთან.
აღნიშნული მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე შესაბამისი განკარგულებები მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.