დიდუბეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, სოხუმის ქუჩაზე შენობის დემონტაჟი ხორციელდებოდა, რა დროსაც ის ჩამოიგრა. შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.