NDI-ის კვლევის თანახმად, თანაბარია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი და არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი ან ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი ან ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 35% მიიჩნევს, რომ არ იცვლება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.