ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, სოფლად მცხოვრები გამოკითხული მოსახლეობის 35%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემა სიღარიბეა.
კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემა გამოკითხულთა 35%-სთვის - ინფლაციაა, 56%-სთვის - სამუშაო ადგილები, 30%-სთვის - ტერიტორიული მთლიანობა, 28%-სთვის - ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 26%-სთვის - პენსიები, 15%-სთვის - ხელფასები.
რაც შეეხება თბილისს, NDI-ის კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემა კვლევაში მონაწილე თბილისელთა 43%-სთვის - სამუშაო ადგილებია, 37%-ის თქმით - ტერიტორიული მთლიანობა, 23%-სთვის - სიღარიბე, 23%-სთვის - ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 21%-სთვის - პენსიები, 20%-სთვის - განათლება, 20%-სთვის - ფასების ზრდა/ინფლაცია, 18%-სთვის - ხელფასები.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.