ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მათ ქალაქს/სოფელს აწუხებს, გზებია.
გამოკითხულთა 22% გარემოს დაბინძურებას ასახელებს, 17% - წყლით მომარაგებას, ასევე 17% - გაზმომარაგებას, 16% - საგზაო მოძრაობას, 14% კი კანალიზაციის პრობლემას.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა.კვლეუს ცდომილება +/- 2,2 %-ია.