ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა , - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.120 პროცენტით, მაქსიმალური 8.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.130 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.