Photo Bus - ფოტოჯიხური ბორბლებზე

ქართულმა ბრენდმა Smart Photos, რომელიც ინოვაციური მიმართულებებით ვითარდება, მომხმარებლებს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი - Photo Bus შესთავაზა.

Photo Bus - ეს არის ფოტოჯიხური ბორბლებზე, რომელიც იღებს გიფებს, ფოტოებს. ის გათვლილია ღია ცის ქვეშ გამართული ღონისძიებებისთვის. ახალ კონცეფციაზე Smart Photos-ს გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

bpn

„Photo Bus - ეს არის იდეა, რომლის განხორციელებასაც წლების განმავლობაში ვგეგმავდით. მაგრამ პრიორიტეტული მიმართულებები ხშირად გვეცვლებოდა. ამიტომ პროექტის საბოლოო სახის მიღებამდე საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა. თუმცა, დღეისათვის ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებისათვის ზედგამოჭრილი აქსესუარი მზადაა და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მორიგი შეთავაზებით,“-აღნიშნავს Smart Photos-ს დამფუძნებელი ალექსანდრე დოლიძე.

ბრენდი Smart Photos ქართულ ბაზარზე უკვე მე-8 წელია ოპერირებს. კომპანიამ საქმიანობა საინტერესო იდეებით, მცირე კაპიტალით და ერთი ფოტოჯიხურით დაიწყო. დღეისათვის კი Smart Photos საკუთარი წარმომადგენლობა სომხეთშიც აქვს გახსნილი. ბრენდის ფოტოჯიხურები წარმოდგენილია თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე და ასევე რეგიონებში: ბათუმსა და ქუთაისში, „ფოტო ბასი“ Smart Photos ერთ-ერთი პროდუქტია. უფრო ადრე კომპანიამ მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულების სერვისები შესთავაზა, რომლებიც დღესაც პოპულარულია.

Smart Photos იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დრონით ფოტოსა და ვიდეოს გადაღების სერვისი - Photocopter დანერგა.

bpn

გასულ წელს, კომპანიამ კიდევ ერთი ახალი მიმართულება - GIFme შესთავაზა მომხმარებლებს. ეს არის აპარატი, რომელიც იღებს GIF-ებს და ფოტოებს და ადგილზე ბეჭდავს მათ. შესაძლებელია სასურველი ფოტოს ჩარჩოს, ასევე ფოტოების რაოდენობის არჩევა.

„ცოტა ხნის წინ GIF-ების ბეჭდვის სერვისიც დავამატეთ (FLIP book). მომხმარებელი იღებს მოძრავ ფოტოებს, ადგილზე იბეჭდება და იკინძება მცირე ზომის და რაოდენობით ბევრი ფოტო და გამოდის ანიმაცია, რომლითაც საბოლოოდ იღებ დაბეჭდილ GIF-ს.

სტატისტიკის მიხედვით, GIFme ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია დღეისათვის. აპარატი ქირავდება როგორ ხანმოკლე, 1 დღემდე ვადიანი ღონისძიებებისთვის,

ასევე გრძელვადიანი, რამდენიმე თვიანი ღონისძიებებისთვისაც. რაც შეეხება „ფოტო ბასს“, იქიდან გამომდინარე, რომ ის ჯერჯერობით ახალი პროდუქტია (მიმდინარე წლის 12 მარტს გვქონდა პირველი ღონისძიება) და სწორედ ახლაა „ფოტო ბასის“ სეზონი, ჯერ ნაადრევია სტატისტიკაზე საუბარი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. ბორბლებიან ფოტოჯიხურს ქირაობენ ქორწილებისთვის, ბანკეტებისთვის, ასევე ძალიან მოთხოვნადია კურსდამთავრებულთა საღამოზე,“-აღნიშნავს ალექსანდრე დოლიძე.reclama

„ფოტო ბასის“ დაქირავება შესაძლებელია ნებისმიერი ვადით, ნებისმიერ ადგილას, როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე შენობაშიც.

Smart Photos ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და ახლო მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს პირდება თავის მომხმარებელს.

Smart Photos მომხმარებლებს, ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების გარდა, პროფესიონალურ ფოტო-ვიდეო მომსახურებასაც სთავაზობს. ყველა მიმართულებით, კომპანიაში ამ ეტაპზე 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის“ მონაწილეა. პროექტში Smart Photos ახლახან ჩაერთო. როგორც მისი დამფუძნებელი, ალექსანდრე დოლიძე აღნიშნავს, მსგავსი პროგრამების არსებობა სტიმულის მომცემია დამწყები თუ არადამწყები კომპანიებისთვის.bpn

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა. დღეისათვის საკმაოდ ბევრი ინიციატორი და აქტიური ადამიანია საქართველოში, რომლებიც სხვადასხვა, მათ შორის ინოვაციური მიმართულებით მუშაობენ და აუცილებელიც კია, რომ მოსახლეობას მათ შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს,“ - აღნიშნავს ალექსანდრე დოლიძე.

ქრისტინე გამთენაძე

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი