თბილისის მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ ავარიული გამორთვა გახდა, - ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე სრულად აღდგენილია.
”თბილისი სრულად აღდგენილია ჩვენი მხრიდან, ამ ეტაპზე პრობლემა აღარ არის. 500- კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი იყო ავარიულად გამორთული. თბილისის ნაწილის გამორთვის მიზეზი ეს იყო”, - აცხადებენ კომპანიაში.