საბაჟო დეპარტამენტის ახალი უფროსი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე იქნება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დეპარტამენტის ახალი უფროსი წარუდგინა.

როგორც „ფინანსთა სამინისტრო იუწყება, ამ პოსტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე შეითავსებს. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს საბაჟოს სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დაცვის ღონისძიებების, მათ შორის, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და საერთაშორისო პროექტებზე. აღინიშნა საქართველოს საბაჟოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა სექტორების ხელშეწყობის მიმართულებით.