ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს ახალი მოადგილე, თორნიკე რიჟვაძე ჰყავს.
აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ილია ელოშვილმა მოადგილეობიდან ენეგრეტიკის მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
ამ ეტაპზე ილია ელოშვილს სამი მოადგილე - მარიამ ვალიშვილი, ირაკლი ხმალაძე და თორნიკე რიჟვაძე ჰყავს.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს, მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ის შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო) იურიდიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.