ქართლურ, მუხრანულ ღვინოს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში სახელი ივანე მუხრანბატონმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაუთქვა. როგორც ცნობილია, ივანე მუხრანბატონი 25 ათას დესეტინა მიწას ფლობდა. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის და მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში დიდ წარმატებას მიაღწია. სოფლის მეურნეობით იგი განსაკუთრებით 1875 წელს საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ დაინტერესდა. აქ მან მოიარა ბორდოსა და შამპანის რეგიონები, სადაც ღვინის წარმოება ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი და სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა წინაპრების დატოვებულ მუხრანის მამულში საუკეთესო ქართული ღვინო დაეყენებინა.
1876 წელს მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მეღვინეობის სპეციალისტები მოიწვია. მან შესანიშნავი ვენახები გააშენა, დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზაქარია ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1 200 000 ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდა. განაგრძეთ კითხვა