იაპონური კომპანია Toyota ავტომობილზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე წუთში დაიტენება. ამის შესახებ Reuters იაპონურ პრესაზე დაყრდნობით იუწყება.
სავარაუდოდ, ელექტრომობილი გაყიდვაში 2022 წელს ჩაეშვება. ამჟამად ყველა ელექტრომობილი ლითიუმ-იონურ ბატარეებზე მუშაობს, Toyota-ს ელექტრომობილი კი მყარტანიან ბატარეებზე იმუშავებს. ამის შედეგად დატენვის ხანგრძლივობა საგძნობლად შემცირდება. Toyota-ში ამ თემაზე კომენტარზე უარს აცხადებენ.