პატივი ეცით ვენეციას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მაგრამ მოგიწევთ წესების მიხედვით თამაში ან საფასურის გადახდა. ეს ახალი კამპანიაა, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციამ ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად წამოიწყო. კამპანიის მიზანია, ტურისტებს წესების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდოს, რადგან ვენეციას ვიზიტორების მზარდ რაოდენობასთან გამკლავება სულ უფრო მეტად უჭირს. კამპანია ტურისტებსა და ადგილობრივებში #EnjoyRespectVenezia-ის სახელითაა ცნობილი.
კამპანია სოციალური ქსელის, პოსტერებისა და ფლაერების მეშვეობით გავრცელდება. ქალაქის ადმინისტრაცია დამსვენებლებს სთხოვს, არ იცურაონ არხებში, დიდ ხანს არ შეყოვნდნენ ხიდებზე, არ დაყარონ ნაგავი, არ გამართონ პიკნიკი ხალხმრავალ ადგილას, არ იარონ ქალაქში ველოსიპედით და არ იარონ ქუჩაში საცურაო კოსტუმით. წესების დამრღვევები დაჯარიმდებიან.
ქალაქის ადმინისტრაციის განმარტებით, ტურისტები უნდა მიხვდნენ, რომ ეს ხუმრობა არ არის. კამპანია დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. ის 12 ამკრძალავ ოქროს წესს მოიცავს, რომელიც აუცილებელია ვენეციაში წესრიგის დასაცავად.
წყარო ALLNEWS.GE